LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ასათიანის რძალი, ნინი ნებიერიძე და ლიკა მეტრეველი ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენებაზე (ფოტოგალერეა)

577

Vogue.com-მა ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის კოლექცია მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოარჩია. დიზაინერმა საკუთარ ხელწერას არც ამჯერად უღალატა და სრულიად კლასიკური ნამუშევრები წარმოადგინა, სამ: შავ, თეთრ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი, ტყავი, შიფონი, ტიული და სხვა ქსოვილები ულამაზეს ნამშევრებად გარდაიქმნა.

ჯაბა დიასამიძის კოლექციიდან ერთ-ერთი ნამუშევარი, საქორწილო კაბა, თავად მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა, ნანიკო კლდიაშვილმა წარადგინა. ნანიკო მაკა ასათიანის რძალი ახლახან გახდა. მას სწორედ ეს კაბა ეცვა საკუთარ ქორწილში. ჯაბა დიასამიძე მაკა ასათიანის ოჯახის ახლობელია. ჩვენებას თავად მაკაც ესწრებოდა.

კოლექციიდან ერთი ნამუშევარი წარმოადგინა მოდელმა ნინი ნებიერიძემ, ხოლო წითელი კაბა თავსაბურავით – იუმორისტ ვასო ფხაკაძის მეუღლემ, ლიკა მეტრეველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები