LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ

73

მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლები ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

“მიუხედავად რამდენიმეთვიანი დაპირისპირებისა, “მაესტროს” დამფუძნებლები შევთანხმდით შემდეგ საკითხებზე:

1. ლოგო და სახელი დაუბრუნდეს ეთერს;
2. მხარეებმა შეწყვიტონ საჯარო განცხადებების გაკეთება მოლაპარაკების დასრულებამდე;
3. მოლაპარაკების პერიოდში ვიწყებთ კონსულტაციას ტოპ მენეჯმენტის ერთობლივად ფორმირებაზე;
4. უმოკლეს ვადაში მოხდეს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა;
5. მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნოს ორივე მხარის წარმომადგენელი, ყოფილი ფინანსური დირექტორი- თემურ გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძის ფინანსური კონსულტანტი- ზვიად ზუბიაშვილი.

იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩიხში არ შევა და ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და კეთილგონიერებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავას არ გადაჰყვეს ტელევიზია და რაც მთავარია თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწყვეტ მაუწყებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები