მაისის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა -ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 100,1 ათასი ტონა, რაც 12,8 ათასი ტონით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, 2018 წლის მაისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 43,1 ათასი ტონა (მატება 5,5 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 57,0 ათასი ტონა (მატება 7,3 ათასი ტონით).
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობითვე, სულ მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში, საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 429,9 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 208,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 221,3 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2018 წლის მაისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 29,3 ათასი ტონა, ანუ 68,0%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 13,2 ათასი ტონა, ანუ 30,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,6 ათასი ტონა, ანუ 1,4%.
”საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის 5 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 144,3 ათასი ტონა, ანუ 69,2%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 61,1 ათასი ტონა, ანუ 29,3%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 3,2 ათასი ტონა, ანუ 1,5%.
ქვეყნების მიხედვით 2018 წლის მაისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა: რუმინეთიდან – 27,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 25,8 ათასი ტონა (25,8%), თურქმენეთი – 19,0 ათასი ტონა (19,0%); აზერბაიჯანი – 15,9 ათასი ტონა (15,9%), საბერძნეთი – 6,1 ათასი ტონა (6,1%), ბულგარეთი – 5,9 ათასი ტონა (5,9%)”, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.