საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 20 მაისი – ათენი-თბილისი; 22 მაისი – რომი-თბილისი. აღნიშნულ მარშუტებზე ავიარეისებს ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს. 27 მაისს კი დაგეგმილია დელი-თბილისი-დელის ავიარეისი – ფრენას ინდური ავიაკომპანია AIR INDIA განახორციელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20,919 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა – 12,040.
ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.