LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაინტერესებს აღადგენს თუ არა პრეზიდენტი შეწყალების კომისიას, იმ ვალდებულებას, რომელიც ხალხმა და კონსტიტუციამ მიანიჭა: ალეკო ელისაშვილი

70
ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს აინტერესებს აღადგენს თუ არა პრეზიდენტი შეწყალების კომისიას, იმ ვალდებულებას, რომელიც მას ხალხმა და კონსტიტუციამ მიანიჭა.

ალეკო ელისაშვილს აინტერესებს, ისაუბრებს თუ არა პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენების დროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც ქვეყნის ეკონომიკა, უმუშევრობა და საგარეო პოლიტიკაა.

„ჯერ მაინტერესებს რამდენად ადეკვატურად შეაფასებს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაშია. აქვს თუ არა რაიმე ხედვა კრიზისი როგორ უნდა დაიძლიოს. ქვეყნის ეკონომიკასთან, უმუშევრობასთან და იმ მძიმე ყოფასთან დაკავშირებით რამე წარმოდგენა აქვს თუ არა, მაინტერესებს უკრაინაზე ექნება თუ არა რაიმე პოზიცია, ვინაიდან კონსტიტუციის მიხედვით საგარეო პოლიტიკის წარმმართველი პრეზიდენტია. მაინტერესებს იქნება თუ არა რუსეთის ქმედებების მკაცრი შეფასება და მე როგორც შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, მაინტერესებს რას აპირებს პრეზიდენტი. ბოლოს და ბოლოს აპირებს თუ არა თავის თავს აღუდგინოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება, რაც მას ხალხმა და კონსტიტუციამ მიანიჭა. როგორც იცით, პრეზიდენტს შეწყალების ექსკლუზიური დისკრეცია აქვს და მას შეჩერებული აქვს შეწყალების პროცესი. ეს ძალიან დიდ გაუგებრობას იწვევს მსჯავრდებულებში, მათ ოჯახის წევრებში. ყოველდღე მიკავშირდებიან ციხიდან, ოჯახის წევრები”, – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები