LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაინც აშენდება: ბათუმში „ტრამპ თაუერის” პროექტი ბრუნდება

154

ბათუმში „ტრამპ თაუერი” მაინც აშენდება. ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა Bloomberg-ი იუწყება. მისივე ცნობით, პროექტს “სილქ როუდ ჯგუფი” დამოუკიდებლად განახორციელებს. ინფორმაცია სააგენტოს თავად ტრამპის ყოფილმა პარტნიორმა მიაწოდა. მასში ნათქვამია, რომ ბათუმში 47-სართულიანი ცათამბრჯენის პროექტი მაინც განხორციელდება.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, Trump Organization-მა რამდენიმე ქვეყნის პროექტი დატოვა, მიზეზი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავის არიდებაა. 2016 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ორგანიზაციამ აზერბაიჯანს სასტუმროს მშენებლობის ლიცენზია შეუჩერა, პროექტი შეწყდა საქართველოსთვისაც.
ტრამპის კომპანიამ გააუქმა ლიცენზია ბრაზილიაშიც. აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის ადვოკატმა ალან გარტენმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის, საქართველოსა და ბრალიზიის პროექტების დეველოპერებმა ვერ დააკმაყოფილეს ლიცენზიის პირობები.

ცნობისთვის, „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პროექტის იდეა 2010 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. 2011 წლის მარტში „სილქ როუდ ჯგუფს“ „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზია გადაეცა. 2012 წლის აპრილში კი, კომპანიის ოფიციალური მოწვევით, საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. „ტრამპ თაუერის“ აშენება „ბათუმი-რივიერას“ ტერიტორიაზე იგეგმებოდა და მისი ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები