LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს – აშშ-ში დაავადების 6 600 შემთხვევა აღრიცხეს

139
maimunisyvavilii

აშშ-ში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დაავადებასთან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფას.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ში მაიმუნის ყვავილით დაავადების 6 600 შემთხვევა აღრიცხეს. აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაავადების გავრცელებას სერიოზულად მიუდგნენ.

მანამდე მაიმუნის ყვავილის გავრცელება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც. აღნიშნული ნაბიჯი მიმართულია დაავადებასთან საბრძოლველად საერთაშორისო ბრძოლის კოორდინაციისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები