LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაიმუნის ყვავილის“ ადამიანიდან ძაღლზე გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

146
უსათაურო დიზაინი

მსოფლიოში ადამიანიდან ძაღლზე „მაიმუნის ყვავილის“ გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსით დაავადებულ პატრონებთან კონტაქტის გამო ძაღლი საფრანგეთში დაინფიცირდა.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ძაღლებს ვირუსის შემდგომი გავრცელებაც შეუძლიათ, თუმცა, ამის მიუხედავად, მედიკოსები ინფიცირებულებს აფრთხილებენ, ცხოველებისგან იზოლირდნენ.

როგორც ცნობილია, ძაღლს სიმპტომები მისი პატრონების დაინფიცირებიდან მეთორმეტე დღეს გამოუვლინდა.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების 35 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურებული.

„მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გასულ თვეში გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები