LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსმა ელტონ ჯონთან ერთად ლეგენდარული Metallica-ს ჰიტი ჩაწერა

89
page

როგორც ცნობილია, 27 წლის პოპ-მომღერლი მაილი საირუსი მალე ლეგენდარული ჯგუფის, Metallica-ს ქავერ ალბომს გამოუშვებს. ცოტა ხნის წინ მაილიმ ბრიტანულ რადიოსადგურ Capital FM-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ  Metallica-ს ჰიტი Nothing Else Matters ელტონ ჯონთან ერთად ჩაწერა.

„Nothing Else Matters ელტონ ჯონთან ერთად დავაქავერე. ის ფორტეპიანოზე უკრავს. ჯგუფის სხვა სიმღერებს ისეთ არტისტებთან ერთად ჩავწერ, როგორებიც  Red Hot Chili Peppers,  ჩედ სმიტი და სხვები არიან…“, – განაცხადა საირუსმა.

თუ როდის იხილავს მაილის ახალი ნამუშევარი დღის სინათლეს, ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები