LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო ვაწაძე: „ანდრია ჩვენი შვილისთვის მეორე დედაა… როცა ანდრია სახლშია, ბავშვისთვის ჩემზე მეტს ის აკეთებს..“

467
ანდრია გველესიანი

ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე უსაყვარლეს სანის ზრდიან. როგორც მაიკო ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ამხელს, ანდრია მასზე არანაკლებ მონაწილეობს პატარას აღზრდაში და ბავშვს მამა უფრო უყვარს, ვიდრე დედა:

„წარმომედგინა, რომ ძალიან კარგი მამა იქნებოდა, რადგან ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ბავშვის დაბადების შემდეგ შეიცვალა, კიდევ უფრო მზრუნველი გახდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ანდრია ჩვენი შვილისთვის მეორე დედაა. რაც ბავშვს სჭირდება, აბსოლუტურად ყველაფერი კარგად გამოსდის და ყველანაირად მეხმარება. უფრო სწორად, როცა ანდრია სახლშია, ბავშვისთვის ჩემზე მეტს ის აკეთებს. სანი ჩემზე მეტად ანდრიაზე გიჟდება. როცა ანდრია სახლშია, მასზეა მიწებებული (იცინის). მე არ ვეჭვიანობ, ძალიან მიხარია, ცოტას ვისვენებ ხოლმე…“

ფოტო/ვიდეო: ანდრია გველესიანის ვაჟი იუბილარია: „ასეთი იყო ჩვენი დაბადების დღე…“

ანდრია გველესიანი: „მაიკოს დედამიწაზე ჩამოვყავარ“

ფოტო, ვიდეო: „ანათებთ“, „უსაყვარლესები ხართ“ – ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ფოტოებმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები