LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი: „სწრაფი ტესტები არ ადასტურებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ომიკრონი გვაქვს მთელ ოჯახს…“

1417
maiakajkajishvili

კომპოზიტორი და მომღერალი, მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და წერს, რომ მართალია, სწრაფი ტესტები არ ადასტურებს, მაგრამ თავად დარწმუნებულია, რომ ის და მისი ოჯახი ომიკრონით არიან ინფიცირებულები:

„მოკლედ, სწრაფი ტესტები არ ადასტურებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ომიკრონი გვაქვს მთელს ოჯახს.

ტყუპები ფაიზერით აცრილები, მე და მამაჩემი – სინოფარმით.

მე ვარ ძალიან მსუბუქად და ასევე მამაჩემიც იყო ძალიან მსუბუქად, სამ დღეში გადაიტანა.

აი, ტყუპებს ძალიან ახველებთ, სიცხეც მისცათ და რა დასკვნა გამოვიტანო, ვეღარ გავიგე.

ოჯახში 5 ადამიანს, ბაბუასაც, ვირუსი გვაქვს და დედაჩემს არ გადაედო, ის პირველი მთავარი კოვიდი აქვს გადატანილი, თან ახალნაოპერაციებია და შესაბამისად, იმუნიტეტ-დაქვეითებული მხოლოდ 1 დოზა ფაიზერით არის აცრილი.

მიდი და გაიგე ახლა, რა ხდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები