კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც წონაში საგრძნობლად დასაკლებად რამდენიმე წლის წინ კუჭის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას ბულინგით აიძულეს, ეს ნაბიჯი გადაედგა…
„მოკლედ, ვითარდება სამყარო, ასევე ჩვენც.
ახლა ჭარბწონიან გოგონაზე რაიმე გადაბრუნებული რომ თქვა, ხატზე გადაგცემენ, ჩაგქოლავენ, ამას როგორ ბედავო.
ჰოდა, სად იყავით 2017 წელს, თქვე მამაცხონებულებო, კუჭი რომ მომაჭრევინეთ…
სცენაზე ვერ ვდგებოდი, ისეთი სახეებით მიყურებდით…
ეჰ, რავა ყველაფერს ბედი უნდა, რააა“.