მაიკლ ოუენი ჟოკეი გახდა. 2001 წლის ”ოქროს ბურთის” მფლობელს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2013 წელს დაასრულა, ახალი გატაცება აქვს. თუმცა ინგლისელის ცხენოსნობით გატაცება არც ისე ახალი ამბავია. ოუენს ყოველთვის ძალიან უყვარდა ცხენები. მას ჩეშირის საგრაფოში დიდი თავლა აქვს, რომლის ბაზაზეც 2007 წელს საცხენოსნო სკოლა ”მენორ ჰაუსი” გაიხსნა. სკოლა პროფესიონალ ჟოკეებს ამზადებს.
თავლის ხშირი სტუმრები არიან უეინ რუნი, პოლ სქოულზი, მაიკლ კერიკი და ტომ კლევერლი.
აღსანიშნავია, რომ მაიკლი ოჯახში ამ საქმის ერთადერთი მოყვარული არ არის. მისი უფროსი ქალიშვილი ჯემა პროფესიონალი მხედარი და დიდი ბრიტანეთის ნაკრების წევრია.
ხუთშაბათს ჟოკეის რანგში თავად მაიკლ ოუენი მოგვევლინება. იგი უკვე ხუთი თვეა ვარჯიშობს, 24 ნოემბერს კი საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც იგი თავის ცხენთან ერთად1408 მეტრიანი დისტანციის დაფარვას ეცდება.
”ვფიქრობ, ამ ეტაპზე ფინიშის ხაზის გადაკვეთა დიდი წარმატება იქნება ჩემთვის”, – აცხადებს ოუენი.