LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ გალერი: გვჭირდება მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან, ვის გვერდით დგანან: ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან

460
1562859185-მაიკლი-1024x683

“ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან იმის შესახებ თუ ვის გვერდით დგანან: ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან ,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. ამ განცხადებით, გალერი გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

უკრაინული მედია: რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ

„მე ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ ისინი ჩვენს გვერდით დგანან. იმედი მაქვს, სანქციების გვერდის ავლის შესახებ ბრალდება მცდარია“,- დასძინა მან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.

დაზვერვის სამსახურის განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა”.

ფინანსთა სამინისტრო: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი და პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები