რასაც მაიკლ ფელპსი აკეთებს, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. როგორც ჩანს, ამ კაცის შესაძლებლობების ზღვარი უსასრულოა.
აშშ-ს ნაკრებმა 4х200 ესტაფეტა მოიგო, მაიკლ ფელპსი კი 21-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
აშშ-ს ნაკრებმა მაიკლ ფელპსის, კონორ დუაიერის, ფრენსის ჰაასის და რაიან ლოხტეს შემადგენლობით თავისუფალი სტილით ესტაფეტა 7.00,66 მაჩვენებლით მოიგო.
მანამდე კი ფელპსმა ოლიმპიადაზე მე-20 ოქროს მედალი 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში მოიგო. ამერიკელის დრო 1.53,36 იყო.