ჯერ კიდევ გასულ წელს, მაიკლ ფასბენდერმა განაცხადა, რომ ჰოლივუდისგან პაუზის აღებას გეგმავს. მსახიობს სურს, რომ მეტი დრო დაუთმოს თავის საყვარელ საქმიანობას – ავტორბოლას.
ცოტა ხნის წინ, მან The Hollywood Reporter-ს მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ Ferrari-ს გუნდის პროფესიონალ ავტომრბოლელთა რიცხვში აპირებს მოხვედრას.
41 წლის მსახიობი აღნიშნულმა სპორტმა 2016 წელს გაიტაცა. ფასბენდერის თქმით, სახლში რეპლიკების დაზეპირებას, მას საჭესთან ჯდომა და რბოლაში მონაწილეობა ურჩევია.