ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
"შეცდომაა, რომ ოპოზიციას არ ხვდება" - უცხოელი დიპლომატები მაიკ პომპეოს ვიზიტზე
აუცილებელია, მაიკ პომპეო საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდეს
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს. არსებული ინფორმაციით, ის აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმრო “შერატონში” გაემგზავრა. შეხვედრების დიდი ნაწილიც სწორედ ამ სასტუმროში გაიმართება.
მთავრობის წევრების გარდა, პომპეო არასამთავრობო სექტორსაც შეხვდება.