LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკ პომპეო – რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს მხარს მუდამ დავუჭერთ

74
pompeo-gakharia

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

საუბარში სახელმწიფო მდივანმა, ხაზი გაუსვა არჩევნებში თამაშის თანაბარ პირობებს, რაც დემოკრატიული არჩევნებისთვის არსებითი შემადგენელი ნაწილია. სახელმწიფო მდივანმა კონსტიტუციური ცვლილებებით მიღებული ნაწილობრივ პროპორციული საარჩევნო სისტემა შეაქო და ყურადღება მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საქართველოს სუვერენიტეტს მუდამ მხარს დავუჭერთ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ“ , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, გიორგი გახარიასთან საუბრის შემდეგ, ტვიტერზე განაცხადა.

“დღეს საქართველის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ” , – წერს მაიკ პომპეო ტვიტერზე