აშშ-ის პრეზიდენტი შემოგვიერთდა, რათა მისალმებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და კვლავ დაედასტურებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ქართულმა მხარემ მიიღო ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე.