მაიამიში, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტთან 950 ტონიანი ხიდის ჩამონგრევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათი ადამიანი კი დაშავდა. მაიამის მერის კარლოს გიმენესის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
პოლიციამ ტელევიზიების გადამღებ ჯგუფებსა და ვერტმფრენებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რათა ნანგრევებში ჩარჩენილებმა მაშველებს ხმა მიაწვდინონ. ადგილიდან გავრცელებულ ფოტო მასალაში ჩანს, რომ ჩამოშლული კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილია მანქანები. არ არის გამორიცხული მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.
https://www.instagram.com/p/BgXAwlehzsa/?taken-at=213218453
დაღუპულების ოჯახებს უკვე მიუსამძიმრა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ კი სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებას გაუგზავნის.
Continuing to monitor the heartbreaking bridge collapse at FIU – so tragic. Many brave First Responders rushed in to save lives. Thank you for your courage. Praying this evening for all who are affected.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 15, 2018
ფეხით მოსიარულეთა ხიდის საავტომობილო გზის თავზე აშენება აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტს 14 მილიონი დოლარი დაუჯდა. ადგილობრივი მთავრობის ჩანაფიქრით, ის მოსწავლეებს სკოლაში უსაფრთხოდ მისვლაში უნდა დახმარებოდა.
First-of-its-kind pedestrian bridge “swings” into place. “FIU is about building bridges and student safety. This project accomplishes our mission beautifully,” -President Mark B. Rosenberg. https://t.co/x8gPM9A4DG #worldsahead pic.twitter.com/mPEMeh2zmw
— FIU (@FIU) March 10, 2018