LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ზალდასტანიშვილი: “ვიტყვით თუ არა, ფაქტია, რომ კლინიკები გადაჭედილია და პაციენტებს ვეღარ ვიღებთ…”

277
Capture
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსი, მაია ზალდასტანიშვილმა “კურიერის” კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ დღეს არსებული სიტუაცია ნამდვილად არ არის საიმედო და ის კატასტროფულია.
“ჩვენ რამდენიც არ უნდა ვთქვათ, სიტუაცია არაა საიმედო. ის კატასტროფულია. ეს რიცხვები, რომლებიც ანონსდება ყოველდღე, დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ძალიან შემაძრწუნებელია. რაც მეტი იქნება დაავადება, მეტი იქნება სიკვდილიანობა. ფაქტია, ჩვენ ვიტყვით თუ არ ვიტყვით, რომ კლინიკები გადაჭედილია და ვეღარ ვიღებთ პაციენტებს, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. სავსეა კლინიკები. ოჯახის ექიმებიც ვეღარ ახერხებენ მართვას და 112-იც ძალიან დაკავებულია. მოსახლეობამ შექმნა პლატფორმები, რომ ხალხს დაეხმარონ. ის, რომ შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია, ორი აზრი არ არსებობს. მესმის ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ სიცოცხლე უპირველესია.
ამჟამად ყველა საწოლი ჩვენს კლინიკაში დაკავებულია. წარმოიდგინეთ, რა მძიმეა ექიმის მდგომარეობა, როცა პაციენტს სუნთქვის მძიმე უკმარისობა აქვს, მაგრამ ვერ იღებს მას კლინიკაში. ჩაკეტვა ამ ინფექციას ვერ დაამთავრებს, მაგრამ დროში გაიწელება და ამოსუნთქვის საშუალება გვექნება…
მოსახლეობას მინდა ვთხოვო მხარდაჭერა, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და ჩვენ”.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები