LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია რჩეულიშვილს საავადმყოფოში გადაიყვანენ – “ის მხოლოდ 46 კგ-ს იწონის”

107

მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ამიტომ დღეს გამოკვლევებისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ამის შესახებ „ფორტუნას“ რჩეულიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.

„დაიწყო წონაში კლება, რის გამოც ეჭვი შეეპარა სასჯელაღსრულების დაწესებულების მედპერსონალს, ადგილზე ჩაუტარდა გამოკვლევა, მაგრამ არ გახდა საკმარისი ეს გამოკვლევა, რომ საბოლოოდ დაედგინათ, რასთან გვაქვს საქმე და ამიტომ დღეს გადაჰყავთ სამოქალაქო საავადმყოფოში,“ – განაცხადა ცუცქირიძემ.

მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ფეისბუქზე“ მისი ქმარიც წერს. ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, მისი ცოლი მხოლოდ 46 კილოგრამს იწონის.

“ერთად გადავარჩინოთ მაია რჩეულიშვილი სიკვდილს!

მე 63 წლის ვხდები და მაიასავით პატიოსანი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ან ყველა ადამიანის ასეთი მოსიყვარულე და დამხმარე. დღეს კი ამისათვის კლავენ- მისი პატიმრობაში აყვანა, თან შვილთან ერთად, იგივე სასიკვდილო განაჩენია , უბრალოდ შენიღბული. 58 წლის ქალი 46 კილო დარჩა, მძიმე ავადმყოფია. ვისაც ეს უხარია, მათ არ მივმართავ- ვიცი რომ ასეთებიც არიან და ამ რამოდენიმე ათეული ადამიანის გულის მოსაგებად გაწირეს მაიაც და ათასობით მისი კლიენტი, რომელთა ქონება მაიამ გადაარჩინა და დღეს იძარცვება 300 კაცმა -ბაკურიანის ყველა მაცხოვრებელმა პროკურატურას თხოვა ყადაღის მოხსნა ინვესტორებისათვის, რომლებიც მხოლოდ ამას ელოდებიან ობიექტის დასამთავრებლად და პროკურატურამ უარი უთხრა. ინვესტორებს აფრთხობენ, კლიენტებს აშანტაჟებენ, მოსამართლეზე (ბრალდებულებზე რომ არაფერი ვთქვათ) ზეგავლენას ახდენენ და ა.შ.დროა ბოლო მოეღოს ამ წამებას და თუ ხალხის ბედი აღელვებს პროკურატურას,, უნდა ითანამშრომლონ მაიასთან, რომელიც 5 თვეა ციხეშია და სერიოზული საუბარი კომპანიის მომავალზე ჯერაც არ შემდგარა.თუმცა კომპანიის ქონება გაძარცვის შემდეგაც კი საკმარისია მობინადრეების წინაშე ყველა დავალიანების ჩასახურავად. ძალიან გთხოვთ ყველას, ამოიღეთ ხმა მაიას გადასარჩენად! ბოლოს და ბოლოს გასცეს პროკურატურამ პასუხი კითხვაზე: რატომ არ იძიებს 3 წელზე მეტია მაიას 100-ზე მეტ საჩივარს , როგორ გაძარცვეს კომპანია და ათეულობით მილიონი დოლარი როგორ მიითვისეს ჩინოვნიკებმა! თავად თელავის ინტურისტი 1 ლარად გაყიდეს, მაიას კი ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვაში ედავებიან, რაც დეველოპერის პროფესიაა! მაია კი ამისათვის ციხეში კვდება!

ასეთ დღეში ცხოვრობდა ხალხის ქონების გადასარჩენად ბოლო 8 წელია და ესეც ეცოტავად, მის სიკვდილს ნატრულობენ! დღეს მაია 46 კილო დარჩა!” – წერს ვახტანგ რჩეულიშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები