“ცენტრ პოინტის” დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, რომელიც მეოთხე წელია სასჯელს იხდის, “ამნისტიის შესახებ” მიღებული ახალი კანონი შეეხო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” რჩეულიშვილის ადვოკატმა ბონდო ვათიაშვილმა განუცხადა.
ახალი კანონის შესაბამისად, მას სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა იმისათვის, რომ დაკავებულმა პენიტენციური დაწესებულება დატოვოს, საჭიროა დაზარალებულების თანხმობა.
ამნისტიის წარმოდგენილი კანონი რამდენიმე პრინციპულ მიდგომას გულისხმობს და ერთ-ერთი მათგანია:
იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, სასჯელისგან გათავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, დაზარალებულის თანხმობა.
“ამნისტიის შესახებ” ახალი კანონპროექტი დაინიცირდა – ვინ დატოვებს საპატიმროებს?
როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, აღნიშნული ორი პუნქტიდან ერთი დაკმაყოფილებულია – “მიონის” ეპიზოდზე დაზარალებული 170 ადამიანი უკვე დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მეორეს მოთხოვნას, რომელიც დაზარალებულთა თანხმობას გულისხმობს, ადვოკატი ამბობს, რომ რჩეულიშვილი საპყრობილეს დატოვებს მაშინვე, როგორც კი ამას დაზარალებულებიც დათანხმდებიან.
როგორც ვათიაშვილმა აღნიშნა, “მიონის” ეპიზოდზე საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. ელოდებიან პროკურატურის პირობებს საპროცესო შეთანხმებაზე და პარალელურად, მუშაობენ “ამნისტიის შესახებ” ახალი კანონის საფუძველზე რა შეიძლება გაკეთდეს.
შეგახსენებთ, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილს შეფარდებული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მან 4 წელი და 6 თვე უკვე მოიხადა.
4 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს