”ცენტრ-პოინტის” დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილზე დაპატიმრების ორდერი არსებობს. როგორც რჩეულიშვილმა განაცხადა, თუ “ცენტრ პოინტ-აჭარში” იყო თანხების გაფლანგვა, პირადად მას უნდა ეჩივლა მისი შვილისა და დაკავებული პირებისთვის. ” მე არ დამიწერია არც ერთზე განაცხადი, რომ მათ წაიღეს თანხა და არასწორად გაფლანგეს. მე ვარ მხარე და არ მიჩივლია მათთვის. ეს არის პოლიტიკური საქმე… არჩილ კვილაშვილის ინტერესები იკვეთება” – განაცხადა რჩეულიშვილმა.
რჩეულიშვილი ამბობს, რომ კბილაშვილი 2007 წლიდან მისი პარტნიორი იყო თავისუფლების მოედნის 4-ში მშენებლობასთან დაკავშირებით, მიწა რომელზე მშენებლობა უნდა დაეწყოთ, მისი თქმით, იყო ხარვეზიანი და ინვესტიციის შესრულება ბოლომდე ვერ მოხერხდა. მისი ინფორმაციით, მისთვის ამ მიწის ჩამორთმევა უნდათ.
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაკავებულები არიან შპს „ცენტრ-პოინტი აჭარას“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. პროკურატურაში გუკა რჩეულიშვილის დაკავებას არ ადასტურებენ.
პროკურატურა საქმის დეტალებზე განცხადებას ხვალ გაავრცელებს.