LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ოთინაშვილის შვილებთან შეხვედრის ემოციური კადრები

121

37 წლის მაია ოთინაშვილი, რომელმაც ცხინვალის იზოლატორში, უკანონო პატიმრობაში 11 დღე გაატარა, ახლა ხურვალეთში, საკუთარ ოჯახშია.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოთინაშვილი ქართულ მხარეს დღეს სოფელ ერგნეთთან გადასცეს.

მაია ოთინაშვილის ოჯახში იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო დღეების მთავარი ამოცანა – მაია ოთინაშვილის გათავისუფლება და შვილებისათვის დედის დაბრუნება მიღწეულია. თუმცა, გრძელდება მუშაობა მეორე უმთავრესი მიზნის – მსგავსი ფაქტების აღმოფხვრის მისაღწევად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები