საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მარკეტინგის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ბიზნესმოვლენის, მსოფლიო მარკეტინგული სამიტის (WMS) საპატიო მომხსენებელთა შორის იქნება.
ღონისძიება 6-7 ნოემბერს ონლაინ გაიმართება და მასზე 100-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი მომხსენებელი 18 საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას (ბრენდის შექმნის თანამედროვე ტენდენციები და ინსტრუმენტები, კლიენტზე ორიენტირებული მარკეტინგული ანალიტიკა, მარკეტინგული სიმულაციური თამაშების ეფექტურობა, დიგიტალიზაცია და მისი გვერდითი მოვლენები, ტრანსფორმირებადი ლიდერობა და სხვა).