გენერალური ინსპექციიდან გამოსული ვარ გამართული, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გენერალური ინსპექცია დაინტერესდა, თუ რა ფორმით მოხდა მასზე პროკურორ ფხაკაძისა და გუგუშვილის მხრიდან ზეწოლა.
„მე ვიცი როგორია და როგორი სტილი აქვს აღებული საქართველოს პროკურატურას. რასაც მე ვუყურე ორი პროკურორის მხრიდან, დავბრუნდი ძალიან ძველ დროში, როდესაც პროკურორი მუშტს ურტყამდა და დაშინებული ჰყავდა ყველა, მათ შორის ექსპერტი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საფრთხე და შიში მინახავს, სერიოზულად დამრთრგუნა პროკურორ ფხაკაძისა და გუგუშვილის საქციელმა. აღნიშნული გამოკითხვის შემდეგ, მე ისევ ჩემს დროში დავბრუნდი“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მაია ნიკოლეიშვილი საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა. როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, ხორავის საქმის პროკურორები მის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და მის დაშინებას ცდილობდნენ.