LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ნადირაძის სული ჩაუსახლდა სოფო კილაძეს – ანა დოლიძე

BeFunky-collage

ვგონებ, არსებობს პოლიტიკური რეინკარნაცია ანუ პოლიტიკური სულების გადასახლება –  ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და სოფო კილაძე მაია ნადირაძეს შეადარა.

“მეგობრებო, ჩემი ერთი საახალწლო მიგნება და დარდი უნდა გაგიზიაროთ. ვგონებ, არსებობს პოლიტიკური რეინკარნაცია ანუ პოლიტიკური სულების გადასახლება. ამიტომაც ხშირად ვხედავთ პოლიტიკოსს/საჯარო პირს, რომელიც ვიღაცას, უკვე ნაცნობსს ძალიან გვაგონებს, თუნდაც მათ არაფერი აკავშირებდეთ. აი, მაგალითად, ვგონებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement ერთ-ერთი ადრინდელი ლიდერის მაია ნადირაძის სული ჩაუსახლდა ქართული ოცნება / Georgian Dreamსოფო კილაძეს. აბა, სხვანაირად როგორ ავხსნათ ასეთი მსგავსება? რას ფიქრობთ? რამე სხვა ვარიანტებსაც ხომ არ შემომთავაზებთ?” – წერს ანა დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები