მაია მიმინოშვილი პოლიტიკურ პარტია “ქართულ ოცნებაში” გააგრძელებს საქმიანობას. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ “ქართული ოცნების” პრესსამსახურმა დაუდასტურა.
„მიმინოშვილი პარტიას, წევრების გადამზადებასა და ტრენინგში ეხმარება“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა.
მეტ დეტალზე პარტიაში ამ დროისთვის არ საუბრობენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლა.