LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია მელიქიძე ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

75

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რომლებიც აუდიტორული კომპანიების წინაშე დგას. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიამელიქიძის განცხადებით სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა. ერთ-ერთი მათ შორის მოგების გადასახადის გაუქმებას და მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლას ეხება, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში. ესტონური მოდელის მიხედვით, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ისინი გაიტანენ დივიდენდს, დაიბეგრება მხოლოდ დივიდენდები. „პრემიერმინისტრის ინიციატივა მისასალმებელია, რადგან მოხდება თანხის ინვესტირება კერძო სექტორში. აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებიც პოზიტიურად აფასებენ ესტონურ მოდელზეგადასვლას, თუმცა, მათი აზრით კარგი იქნება თუ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცემათ არჩევანის საშუალება, რადგან ამ პროცესს თან სდევს გარკვეული ხარვეზები, რომლებმაც შესაძლებელიაპრაქტიკაში იჩინონ თავი. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან, თუ რამდენად მზად არის შემოსავლების სამსახური ესტონურ მოდელზე გადასასვლელად,“- განაცხადა მაია მელიქიძემ.

შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საგადასახადო კოდექსის გარკვეულ კომპონენტებს, რომლის ინტერპრეტაციას ბიზნესი და თავის მხრივ სახელმწიფო თავისებურად ახდენს. პრეზიდენტის მრჩევლისგანცხადებით აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ხშირად ეჯახებიან ამ პრობლემას კონსულტაციის გაწევისას, რადგან რთულია განსაზღვრო კონკრეტული მუხლის როგორი ინტერპრეტაციაშეიძლება გააკეთდეს ისე, რომ კომპანია არ დაზარალდეს.

„საგადასახადო პოსტულატების ინტერპრეტაცია ბუნდოვანებას ქმნის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რადგან კერძო სექტორი ერთიმიმართულებით აკეთებს ინერპრეტაციას, ხოლო სახლემწიფო სექტორმა შესაძლებელია სხვა მიმართულებით მოახდინოს ინტერპრეტაცია. თუკი შეიქმნება საგადასახადო კოდექსის პოსტულატებისუნივერსალური ინტერპრეტაცია ძალიან კარგი და მისაღები იქნება აუდიტორული კომპანიებისთვის, იმიტომ რომ მათ ხშირად უწევთ კონსულტაცია გაუწიონ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს და ძალიანხშირად ექმნებათ გარკვეული სირთულეები კონსულტაციის გაწევის პროცესში,“- აღნიშნა მაია მელიქიძემ.

პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლებისთვის ასევე პრობლემას წარმოადგენს ინვესტიციის, როგორც ტერმინის განმარტების არ არსებობა. “როდესაც უცხოელი ინვესტორები შემოდიან ქვეყანაში და ხშირად საჭიროებენ კონსულტაციას ამ მიმართულებით იქმნება გარკვეული პრობლემები, რადგან არ არსებობს ტერმინის მკაფიო და ცალსახა განმარტება“.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას PwC Georgia, Ernst & Young, Kreston International, Crowe Horwath, Grant Thornton Akhvlediani აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით აუდიტორულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები