LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჯაბუას ოჯახური ტრაგედია: „მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით…“

20300
maiajabua

მომღერალ მაია ჯაბუას მცირე ხნის წინ და გარდაეცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მაია ჯაბუა ამ თემაზე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:

„ვიცოდით, რომ გული აწუხებდა, ცოტა შეუძლოდ იყო, მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით, უცებ მოხდა და ვერაფერი ვუშველეთ.

ზოგადად, არ მიჭირს ჩემი ემოციებისა და ფიქრების სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, არ ვიცი, რა ვთქვა, თითქოს ტვინიც დაბლოკილია და არ იღებს ამ ინფორმაციას. ძალიან ცოტა დრო გავიდა, ჯერ ვერ დავალაგე აზრები. ერთი ქალიშვილი დარჩა და შვილიშვილი, რომლებისთვისაც დედა და ბებია მე და ჩემი და უნდა გავხდეთ.

დედმამიშვილი ყველაზე ახლობელი, ყველაზე ძვირფასი ადამიანია, მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ. ჩემი ნაწილი თან გაჰყვა, უდიდესი ტკივილი დამიტოვა, ცოტათი ის მანუგეშებს, რომ მოგონებებში დამრჩა ბედნიერი დრო, როცა ყველანი ერთად ვიყავით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები