LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ფანჯიკიძე მზარეული ხდება – “არცერთ ასაკში სიტყვა “გვიანაა”ცნობიერებაში არ უნდა ფორმდებოდეს”

174

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, კულინარიული კოლეჯის სტუდენტი გახდა. კოლეჯში ის მსოფლიო სამზარეულოს ფაკულტეტზე სწავლობს.

ამის შესახებ “ფეისბუქზე” მისი და ნათია ფანჯიკიძე წერს.

ფსიქოლოგი მაია ფანჯიკიძისა და მისი მეგობრის შემართებას, ახალგაზრდების განწყობებს ადარებს და ამბობს, რომ ცხოვრების არც ერთ ეტაპზე სიტყვა “გვიანაა” ცნობიერებაში არ უნდა არსებობდეს.

“ლამის ტენდენციად აღვიქვა, 25-27 წლის ადამიანები მეუბნებიან, ხელმოცარული ვარ, არარაობა ვარ, დრო გავფლანგე, ვერაფერს მივაღწიე, რაც ვისწავლე არ მომწონს, რაც მომწონს ვერ ვისწავლე, ყველაფერი გვიანია და უიმედოო. ძალიან განვიცდი მათ ასეთ დეპრესიულ განწყობას, რომელსაც უამრავი რამ განაპირობებს, ზოგადი ატმოსფეროს ტოქსიკური გავლენაა და რათქმაუნდა არაფერი აქვს საერთო რეალურ მარცხთან. არცერთ ასაკში და მითუმეტეს ცხოვრების გარიჟრაჟზე სიტყვა “გვიანაა”ცნობიერებაში არ უნდა ფორმდებოდეს. ნებისმიერი ასაკის ადამიანებო, დრო პირობითი რამაა, ის არ გარბის, ის თქვენს სამსახურშია. ერთი მთლიანი სიცოცხლე ის ერთი დღეა, რომელიც ახლა გაგითენდათ და ყოველ ახალ დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი ცხოვრება.

ეს ორი სტუდენტი ქალი ჩემი და მაია და მისი მეგობარი ლელა გიორგობიანია. არცერთს არ დაკლებია დაბრკოლებები და სტრესი, მაგრამ არცერთს არ ჰქონია დღე, რომელიც უმნიშვნელოდ მიიჩნიეს. ეს ორივე ქალი თავისი საქმის პროფესიონალია. ასაკი – 50-ს ზევით. ამა წლის ერთ მშვენიერ (სავარაუდოდ, ცისმარე) დღეს, გადაწყვიტეს ერთით მეტი პროფესია შეიძინონ, დიპლომირებული მზარეულები გახდნენ და ჩააბარეს კულინარიულ კოლეჯში მსოფლიო სამზარეულოს ფაკულტეტზე. სანიმუშო მოსწავლეები არიან. კონსპექტებით, რეცეპტებით, საშინაო დავალებებით და სტუდენტური ცხოვრების ყველა ატრიბუტით. კლასის დამრიგებელიც ბრწყინვალე ჰყავთ, ესპანელი მზარეული მანუელი, რომელმაც ყველა კულტურის გემო და თითქმის ყველა უცხო ენა მშობლიურივით იცის. იხილეთ ფოტოები, მოიმარჯვეთ ბლოკნოტები, ჩამოწერეთ თქვენი “ვადაგასული” თუ ახალთახალი ოცნებები და დაიწყეთ მათი დაგეგმვა. (სანამ უსახსრობას მოიმიზეზებს ვინმე, გამცნობთ, კოლეჯი უფასოა)”-  წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები