LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჩხაიძე: ცხელება, სურდო, ხველა – ამ ჩივილებით გადაუდებელი დახმარების განყოფილებას დღეში 50-დან 60-მდე პაციენტი აკითხავს

138
BeFunky-collage (1)

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების განყოფილებას დღეში 50-დან 60 პაციენტამდე აკითხავს.

როგორც მან აღნიშნა, მცირეწლოვნებში ვირუსის მართვის პროცესში, სასურველია ექიმი ჩაერთოს.

„ჩივილებია – ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა. თან შეუპოვარი ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს

თუ ბავშვი არის პატარა ასაკის, ასეთ ბავშვებში უფრო გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ბრონქიოლიტები და ასეთი ბავშვები ჭამაზე უარს ამბობენ. ასეთ პატარა ასაკობრივ ჯგუფში, სასურველია, რომ ექიმის მიმართონ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველო გრიპის ვირუსის პიკს დეკემბერში ელოდება. ექსპერტების ნაწილის აზრით, რესპირატორული დაავადება მაქსიმალურ ნიშნულს წლის ბოლოს მიაღწევს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი გრიპის ვირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

ამავე თემაზე:

ენდელაძე: „ეს სეზონი ყველაზე უფრო საშიში და საყურადღებოა, ვირუსი არის გახანგრძლივებული, ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა ხველა აქვს“

„ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება.. ვთხოვ, როგორც  იმუნოლოგი და ექიმი“.. – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები