LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბუწაშვილი: მსოფლიოში ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია

58
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განაცხადებით, მსოფლიოში ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია. როგორც ინფექციონისტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ადამიანს ხველა 2 კვირაზე მეტი უგრძელდება, აუცილებლად სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

ბუწაშვილი თქმით, ტუბერკულოზით გარდაცვალების რაოდენობის ზრდის მიზეზი დაგვიანებული გამოვლენაა. ამასთან, მისი განცხადებით, კორონავირუსმა სხვა ინფექციური დაავადებების მართვაში სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა.

„განსაკუთრებით იგრძნობა C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და აივ ინფექციის მიმართებით. ვიცით, რომ C ჰეპატიტის „ელიმინაციის“ პროგრამა მიმდინარეობს, პანდემიის დროს მკვეთრად შემცირდა გამოვლენა. ეს რისკს ქმნის, რომ ჩვენ „ელიმინაციას“ მივაღწიოთ. გვიანი გამოვლენა მეტ ინფიცირებულს ნიშნავს. იგივე პრობლემა გვაქვს ტუბერკულოზის მიმართულებით.

მთელ მსოფლიოში პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია. მიზეზია დაგვიანებული გამოვლენა. ადამიანებს ეს ორი წელი აქცენტი მთლიანად ჰქონდათ კორონავირუსზე, მათ შორის ექიმებსაც. თუ ადამიანი ახველებდა, იკეთებდა ტესტს და თუ არ აღმოაჩნდებოდა კოვიდი ყველა ბედნიერი იყო.

ყველას ავიწყდება, რომ ხველას შესაძლოა სხვა მიზეზიც ჰქონდეს, მათ შორის, ტუბერკულოზი. ტუბერკულოზის გამოვლენა მკვეთრად შემცირდა, შედეგმაც არ დააყოვნა – მთელ მსოფლიოში გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ჩვენთანაც ტუბერკულოზის გამოვლენა შემცირებულია. შემცირებულია აივ ინფექციის გამოვლენაც.

ტუბერკულოზი ჰაერის გზით გადაეცემა. დიდ მანძილზე ვრცელდება, 2 მეტრიანი დისტანცია ეფექტური არ არის. თუ ხველა 2 კვირაზე მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ექიმებსაც მოვუწოდოთ, რომ დაუბრუნდნენ ძველ ალგორითმებს, მხოლოდ კოვიდი არ არის, პაციენტს გამოკვლევა ჩაუტარონ.“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები