LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგთის“ ციფრული ოთახი – კომპანიამ სრულიად ახლებური სასწავლო სივრცე შექმნა

405
IMG-1149

“მაგთიკომმა” სრულიად ახლებური სასწავლო სივრცე შექმნა – „მაგთის“ ციფრული ოთახი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკური აპარატურით და სწავლების თანამედროვე ფორმების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. “მაგთის” ციფრული ოთახი განკუთვნილია პირველიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის. ჭკვიანი პროექტორი, ინტერაქტიული მაგიდები, ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები – სასწავლო პროცესს გაცილებით ადვილად აღსაქმელს, საინტერესოს და სახალისოს ხდის. 

“მაგთის” ციფრული ოთახის ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების ავტორია ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელი და SEIT Academy-ის დამფუძნებელი, დავით სონღულაშვილი.

„დღეისათვის, სკოლებში სწავლისა და სწავლების პროცესის მაქსიმალური სრულყოფისათვის, აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლება ხორციელდებოდეს ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენებითა და ინოვაციური მეთოდებით. “მაგთიკომი”, რომელიც მუდმივად ცდილობს დაეხმაროს და გვერდში ამოუდგეს საჯარო სკოლებს და ზოგადად, სახელმწიფოში განათლების სისტემის გაძლიერების ხელშემწყობია, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საუკეთესო შანსს აძლევს გამარჯვებულ სკოლასა და მის ყველა მოსწავლეს, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების მოწყობით, იყვნენ წარმატებულები და არ ჩამორჩნენ 21-ე საუკუნის გამოწვევებს“, – ამბობს დავით სონღულაშვილი.

“მაგთის” ციფრული ოთახის ვირტუალური ლაბორატორია დამყარებულია ინტერაქტიული სიმულაციის პრინციპზე, რაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს. ვირტუალური ექსპერიმენტები მაქსიმალურადაა მიახლოებული რეალობასთან, რაც უხილავ მოვლენათა ვიზუალიზაციის შესაძლებლობას იძლევა, მოსწავლეებს კი საშუალება ეძლევათ, უფრო ღრმად ჩაწვდნენ მოვლენათა არსს და თავად გახდნენ ექსპერიმენტის თანამონაწილენი.

„ჩვენი სკოლა მონაწილეობდა პროექტში „ციფრული სკოლა – საქართველო“, წარვადგინეთ ჩვენს მიერ განხორციელებული ინოვაციური პროექტები და გავხდით გამარჯვებული. პრიზი განსაკუთრებულია – “მაგთიკომის” სპონსორობით და ჩართულობით სკოლისთვის მოეწყო ყველაზე ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  ვირტუალური ლაბორატორია. სკოლა ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს, მადლობა “მაგთიკომს” ამ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ხომ  ყველაზე დიდ ეკონომიკურ სარგებელს იძლევა“, – აცხადებს 133-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ლიანა ფუტკარაძე.

„მაგთიკომისთვის წლებია პრიორიტეტულია  საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა და უახლესი ტექნოლოგიების  დანერგვა.  რამდენადაც საზოგადოების, ქვეყნის სწრაფი განვითარების წინაპირობაა განათლებული, ინოვატორი მომავალი თაობის აღზრდა, მაგთიკომი ხელს უწყობს სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოების  მოტივაციას და ხელმისაწვდომობას უმაღლესი სტანდარტის განათლებასა და პრაქტიკაზე“, – აცხადებს “მაგთიკომის” კომერციული დირექტორი, ნიკოლოზ დავითაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები