LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთიმ და კავკასუსმა ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

98

„მაგთიკომსა“ და  „კავკასუს ონლაინს“ შორის დღეს ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.

“კავკასუს ონლაინის” კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო საოპერაციო აქტივების   “მაგთიკომისთვის” გადაცემის პროცესი სავარაუდოდ, დაიწყება 1 აგვისტოს, რამდენიმე თვე გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორც კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები მომხმარებლებს  წინასწარ აცნობებენ თარიღს, თუ როდიდან გაუწევს  მათ “მაგთიკომი” საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის და ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურებას.

“ინტეგრაციის პროცესში მომხმარებლებს შეუფერხებლად, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ მომსახურება.  “მაგთიკომი” საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც სრულ ოთხმაგ სერვისს შესთავაზებს მოსახლეობას –  მობილური ტელეფონის, ფიქსირებული ტელეფონის (რადიო და საკაბელო), ინტერნეტის (მობილური და საკაბელო) და ტელევიზიის (თანამგზავრული და IPTV),”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები