LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგთიკომის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ აქტივების შეძენა ბაზარზე კონკურენციას არ შემცირებს

132

„მაგთიკომის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ აქტივების შეძენა ბაზარზე კონკურენციას არ შემცირებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს მაგთიკომის“  მიერ შპს კავკასუს ონლაინის კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენა არ იქონიებს გავლენას ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენციაზე.  

შპს მაგთიკომს შპს კავკასუს ონლაინის ყველა იმ აქტივის შეძენის სურვილი აქვს, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის  მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების   მისაწოდებლად იყენებს.

მისცემს თუ არა თანხმობას კომისია 19 ნოემბერს დანიშნულ სხდომაზე გადაწყდება. დღეს კომისიაში შპსმაგთიკომისმიერ შპსკავკასუს ონლაინისკუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განაცხადის თობაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხი განიხილეს.