LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მაგთიკომი” განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა

93

”მაგთიკომი” განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”მაგთიკომის” მიერ ”კავკასუს ონლაინის” საოპერაციო აქტივების შეძენის შემდეგ ”მაგთიკომი” საქართველოში ერთადერთი ოპერატორია, რომელსაც შეუძლია სრული საკომუნიკაციო მომსახურება შესთავაზოს მომხმარებლებს:

–         2 ტიპის ინტერნეტი  – მობილური და საკაბელო;

–         2 ტიპის ტელევიზია – თანამგზავრული და IPTV;

–         2 ტიპის ფიქსირებულ ტელეფონია – რადიო და საკაბელო;

–         მობილური ტელეფონია – რომელიც მობილური სატელეკომუნიკაციო სამყაროს განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს: 2G, 3G, 4G ქსელებს, რასაც ახლა უკვე მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგია – 4.5 G ქსელი დაემატა.

მათივე ინფორმაციით, დღეისათვის ”მაგთიკომი” ერთადერთი ოპერატორია ქართულ ბაზარზე, რომელიც ორი სიხშირული სპექტრის (800 MHz და 1800 MHz) კომბინაციით, მომხმარებელს 4.5G (LTE-Advanced) ქსელს სთავაზობს. 4.5G ქსელის მთავარი უპირატესობაა სიგნალის მკვეთრად გაზრდილი შეღწევადობა, 4.5G ქსელში ერთი სადგური გაცილებით უფრო ვრცელი ტერიტორიის დაფარვას უზრუნველყოფს და შესაბამისად, მეტი მომხმარებლის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა გაზრდილი ინტერნეტ სიჩქარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები