გლდანში, „მაგთის“ ოფისი გაქურდეს. როგორც „ფორტუნას“ „მაგთიში“ განუცხადეს, ოფისი დილის 6 საათზე გაქურდეს.
“ზარალის ოდენობა ჯერჯერობით, დათვლილი არ არის. დილას არის გატეხილი ოფისი, დაახლოებით 6 საათზე.ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ”, – განაცხადა “მაგთის” წარმომადგენელმა “ფორტუნასთან”.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
თამთა უთურგაშვილი