LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხოებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

101

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (სნგკ) „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200მმ დიამეტრის მაგისტრალურ გაზსადენზე  ყაზბეგის რაიონში მდინარე ყუროს ხევზე საჰაერო (ვანტური) გადასასვლელს აშენებს.

ამ დროისათვის გადასასვლელისთვის უკვე მოეწყო ბეტონის საანკერო და საქარე საყრდენები ბაგირების ჩასამაგრებლად. უახლოეს მომავლში დაგეგმილია ბაგირების მონტაჟი, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება გაზსადენის განთავსება ხსენებულ ბაგირებზე.

სამუშაოებს სნგკ-ის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია “ელიტა ბურჯი“ ასრულებს.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 483 472 ლარია.

„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი ამჟამად მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადის, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული უკიდურესად რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.

ახალი გადასასვლის მშენებლობის შემდეგ, ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და მილსადენი დაცული იქნება სტიქიური მოვლენებისაგან.