ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის, რომელიც მაღლივი კორპუსის სახელითაა ცნობილი, კედლების მოხატვა დაიწყო. იდეა ქუჩის ხელოვნების მოძრაობა “ნიკოს” ეკუთვნის და ის ამ ექსპერიმენტალურ პროექტს #ნიკომაღლივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.
როგორც მოძრაობის ფეისბუქ გვერდიდან ირკვევა, ამ პროექტის ფარგლებში უკვე მოიხატა მაღლივი კორპუსის 6 კედელი.