უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ერთმანეთს მიკროავტობუსი და ცემენტმზიდი შეეჯახნენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა 2 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენ 4 პიროვნებას კი მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აქვთ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური.