LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღლები თუ დაბლები: რომელი გუნდი მოიგებდა

34

რა არის თანამედროვე ფეხბურთი: კარგი ტაქტიკა, სწორი გათვლები, ტექნიკური უნარები, ფიზიკური მომზადება, ბევრი ფული… ხშირად გაიგონებთ, ფეხბურთმა რომანტიზმი დაკარგაო. დღეს რომ დიდ ფეხბურთში ივარგო, მართლა დიდი და ძლიერი კაცი უნდა იყო, რომ ამხელა დატვირთვებს გაუძლო. თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის უდიდესმა გუნდმა, თანამედროვე „ბარსელონამ“ საპირისპირო დაამტკიცა. ამ გუნდში თავმოყრილმა ჩია ვარსკვლავებმა (ჩავი, ინიესტა, ალვეში, პედრო, ვილია, მესი და ა.შ.) ხომ ყველა გიგანტები ერთ პატარა ხვრელში შეაძვრინეს. მოკლედ, ჩვენ წარმოგიდგენთ ტანმაღალი, ძლიერი ბიჭებისგან დაკომპლექტებულ გუნდს და მეორეს მხრივ ტანდაბალი და ტექნიკური ფეხბურთელების ნაკრებს. ვინ აჯობებს და რომელი უკეთესია ეს უკვე თქვენ თავად გადაწყვიტეთ.

 
185 სმ-ზე ტანმაღალთა ნაკრები
ნოიერი (ბაიერნი) – პიკე (ბარსელონა), კიელინი (იუვენტუსი), ჰუმელსი (დორტმუნდი), ივანოვიჩი (ჩელსი) – მიულერი (ბაიერნი), ტურე (სიტი), პოგბა (იუვენტუსი), რონალდო (რეალი) – დიეგო კოშტა (ჩელსი), იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)

 

185 სმ-ზე ტანდაბალთა ნაკრები
ოსკარ პერესი (პაჩუკა) – ლამი (ბაიერნი), მასკერანო (ბარსელონა), მატუიდი (პსჟ), მარსელო (რეალი) – ინიესტა (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (არსენალი), აზარი (ჩელსი) – მესი (ბარსელონა), აგუერო (სიტი), ნეიმარი (ბარსელონა)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები