LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღლაფერიძე ე.წ. შავ სიებზე: ეს არის აბსურდი, მსგავსი რამ გამორიცხულია, თუ იქნება რამე წარმოდგენილი, რასაკვირველია, ამას განვიხილავ

196
untitled-3-1

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, „შავ სიებთან“ დაკავშირებული ინფორმაცია აბსურდულია, თუმცა თუ ხელშესახები საბუთი იქნება, ეს საკითხი უნდა განიხილონ.

ამის შესახებ მაღლაფერიძემ, გასაუბრებაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არ არის რთული კითხვა. ეს არის აბსურდი. ვინც იცის ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკა და ტელევიზიის სტრუქტურა, ეს სრულიად გამორიცხულია, რადგან ამ ტელევიზიაში 1200-მდე ადამიანი მუშაობს; უამრავი მიმართულება და გადაცემაა; მუშაობს ბევრი პროდიუსერი…

რა უნდა განვიხილოთ ყოველგვარი საბუთის გარეშე ?! მე შემიძლია განვიხილო, რომ ჩემს წინაშე დევს ბოთლი და წყალი, მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ იქნება რამე წარმოდგენილი, რასაკვირველია, ამას ისედაც განვიხილავ, თუმცა, ჩემი ინტუიციით, გამოცდილებით, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული სიტუაცია. ჯერჯერობით, ვინც გაჟღერდა „შავ სიებთან“ დაკავშირებით, ეს არის ძალიან შორს რეალობიდან. ჯერ ერთი უამრავი ადამიანი დადის გადაცემებში და თუ მართლაც მთელი „შავი სიები“ პირველი არხისა არის ის, რომ პატივსაცემი მხატვარი გადაცემაში არ მიიწვიეს…“- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, 17 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ წამყვანმა, იმედა დარსალიამ არხზე შესაძლო ცენზურისა და „შავი სიების“ შესახებ ისაუბრა. ცენზურის მცდელობის შემთხვევები და „შავი სიების“ არსებობა 18 თებერვალს გადაცემის კიდევ ორმა ჟურნალისტმა – თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დაადასტურეს. გადაცემის გუნდიდან რამდენიმე ჟურნალისტმა კი მსგავსი ფაქტების არსებობა უარყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები