LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიათა ქსელ „საგას“ “სექსლუარური აღზრდის” რეკლამა ინტერნეტიდან გაქრა

195

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სამაუწყებლო რეკლამის სფეროში და მოუწოდებს მაღაზიათა ქსელ „საგას“ უზრუნველყოს საკუთარი რეკლამის გავრცელების აღკვეთა.

მიუხედავად ამისა, კომისია ეხმიანება მაღაზიათა ქსელ „საგას“ მიერ „სექსუალური აღზრდის“ სახელწოდებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ რეკლამას. ვიდეო რგოლი, შინაარსის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებულ უხამსობის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ არაეთიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს.

“ვიდეო რგოლში ასახული სიუჟეტი წინააღმდეგობაშია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან და მას არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. სარეკლამო რგოლი არასრულწლოვანისთვის შეუსაბამო შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს,” – აცხადებენ კომისიაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოუწოდებს მაღაზიათა ქსელ „საგას“ ფრთხილად მოეკიდოს მსგავსი შინაარსის მატარებელი ვიდეო რგოლების (რეკლამის) გავრცელების საკითხს, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის თვალსაზრისით და ამავე დროს, მოუწოდებს კომპანიას უზრუნველყოს სოციალურ ქსელებში განთავსებული ვიდეო რგოლის გავრცელების შეზღუდვა.

კომისიის განცხადების გავრცელების მომენტში ინტერნეტში რეკლამა აღარ იძებნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები