LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაღალი წნევა მქონდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკებებს როგორ გამიბედავდა“ – მარშანიას პასუხი კობახიძეს

130
ადა მარშანია

უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ “საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას ადა მარშანია „ევროპულმა  საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ “ჩამოაშორა”.

დღეს ადა მარშანიამ განმარტა, რატომ ვერ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

დეპუტატის თქმით, მიზეზი, რის გამოც კენჭისყრას ვერ დაესწრო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

“ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ ვიყავი მეორე კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, არის ჩემი პირადი საქმე, ჩემი ჯანმრთელობა. მქონდა საშინლად მაღალი წნევა. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთან მოსალაპარაკებლად და გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის. მე მათთან ასეთი ურთიერთობა მაქვს. როგორ გამიბედავდა მე „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც შავბნელ მოლაპარაკებებს. ბატონმა კობახიძემ საკუთარ თავს შეხედოს დიდი დურბინდით, ვაჩუქებ. კრიმინალური კოჰაბიტაციით ნაციონალებთან არის თავიდან ბოლომდე ლაფში ამოსვრილი”, – განაცხადა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ცვლილებების მომხრე 91 დეპუტატი, ხოლო წინააღმდეგი 5 აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები