კომპანია Mattel-მა „ბარბის“ სამი ახალი ვერსია შექმნა. პირველად, პოპულარულ თოჯინას, არსებობის 57 წლიანი ისტორიის მანძილზე, ფორმები შეუცვალეს. ამიერიდან, თოჯინა სამ ვერსიად გამოვა: მაღალი, მინიატურული და მომრგვალებული ფორმებით, რაც სილამაზის ფორმულის ცვალებადობას უკავშირდება.
კომპანია იმედოვნებს, რომ მათი სიახლე ახალი აგებულებით, კანისა და თმის ფერით არსებულ რეალობას ყველაზე უკეთ შეეფარდება.