LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაბამისად მუშახელის დეფიციტია – ეკონომიკის მინისტრი

137
ლევან დავითაშვილი (1)

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში არამხოლოდ მუშახელი რაოდენობრივი დეფიციტი, არამედ სტრუქტურული უმუშევრობის პრობლემაა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა გადაცემა „რედაქტ2“-ში განაცხადა.

რატომ გაედინება ქვეყნიდან მუშახელი – ამ კითხვაზე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყნიდან მიგრაციის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა გასული და შემოსული მოქალაქეების სალდო კვლავ უარყოფითია. დავითაშვილი მიიჩნევს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში მუშახელის დეფიციტის საკითხი ბუნებრივია.

„ჩვენ დავინახეთ რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაბამისად მუშახელზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და მუშახელის დეფიციტია. ეს ერთ-ერთი შეგრძნებაა ბიზნესების მხრიდან, რომ სამუშაო ძალა არ არის, თუმცა როგორც ქვეყნიდან გასვლის მაგალითები, ასევე ქვეყანაში დაბრუნებები გვაქვს. ძალიან ბევრი სპეციალისტი საქართველოდან წავიდა და შემდეგ დაბრუნდა.

დღეს საქართველოში ხელფასები ბევრი მიმართულებით საკმაოდ გაზრდილია, შესაბამისად ბევრ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანასთან მიმართებით, ქართული ხელფასები ზოგიერთ დარგში კონკურენტუნარიანია. თუმცა თუ უფრო ნაკლებგანვითრებული ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლა უნდათ ჩვენი დემოგრაფიული ბალანსის შენარჩუნებისთვის საკმაოდ კონსერვატიული პოლიტიკა გვაქვს.

ჩვენთან მუშახელის არამხოლოდ რაოდენობრივი დეფიციტია, არამედ სტრუქტურული უმუშევრობის პრობლემაა, რაც მსგავსი ეკონომიკებისთვისაა დამახასიათებელი. აღმოსავლეთ ევროპის, ჩვენნაირი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს ზუსტად იგივენაირი უმუშევრობის პრობლემები აქვთ“, – განაცხადა მინისტრმა.