მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, ბათუმი-თბილისის რეისი შეფერხდა.
ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო!
მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.