LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა ვასაძე: „ჩემი ყოფილი ქმრის დედ-მამასთან და დებთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, მის ცოლთან კი – არანაირი და არც მაქვს სურვილი, რადგან მის გამო დაინგრა ჩემი ოჯახი…“

412
magda-vasadze

მომღერალ მაგდა ვასაძის ყოფილი მეუღლე, ასლან ბოლქვაძე უკრაინაში ახლახან გარდაიცვალა. მიზეზი – ის ღრმა ჭრილობა იყო, რომელიც ზურგის არეში მიაყენეს. მაგდა მეუღლეს რამდენიმე წელია, გაშორებულია, წყვილს შვილი, ლუკა ჰყავს. ასლანი 36 წლის იყო. ის უკრაინაში მეორე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელთანაც შვილი არ ჰყოლია.

მაგდა ვასაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა და აღნიშნა:

„ჩემი ყოფილი ქმრის დედ-მამასთან და დებთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, მის ცოლთან კი – არანაირი და არც მაქვს სურვილი, რადგან მის გამო დაინგრა ჩემი ოჯახი. ასლანს მასთან შვილი არ ჰყავს. ლუკასთვის დიდი დარტყმა იყო მამის გარდაცვალება. მე თბილისში ვიყავი, ლუკა – ბათუმში, მამის სახლში იყო. რომ უთხრეს ეს ამბავი, გაქვავდა და მერე ატირდა. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რა მოხდა. პანდემიის გამო ვერ ჩამოვიდა და ლუკას მამამისი სამი წელია არ უნახავს. სულ ვიდეოთვალით კონტაქტობდნენ, ვფიქრობ, დიდი ხანი ექნება შეგრძნება, რომ მამა მალე დაბრუნდება…“

მაგდა ვასაძე: „ჩემს შვილს ერთადერთი უდანაშაულო მამა მოუკლეს უკრაინაში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები